მასალების გაგზავნა

მასალების გასაგზავნად საჭიროა შესვლა, ან რეგისტრაცია.

მასალის გაგზავნის მომზადების საკონტროლო სია

გაგზავნის პროცესის ერთ-ერთი ეტაპი არის ავტორის მხრიდან მასალის შესაბამისობის შემოწმება ყველა შემდეგ პუნქტთან, მასალები შეიძლება უკან დაუბრუნდეს ავტორს, თუ ისინი არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს.
  • ეს მასალა ადრე არ იყო გამოქვეყნებული, ასევე არ იყო წარმოდგენილი განსახილვევლად და გამოქვეყნებისათვის სხვა ჟურნალში (ან მოწოდებულია ახსნა რედაქტორისათვის კომენტარებში).
  • მასალის ფაილი მოწოდებულია OpenOffice, Microsoft Word ან RTF დოკუმენტის ფორმატში.
  • სადაც ეს შესაძლებელია, მოწოდებულია სრული ინტერნეტ მისამართების (URL) ბმულები.
  • ტექსტი აკრეფილია ერთმაგი სტრიქონთშორისი დაშორებით; გამოყენებულია შრიფტის კეგლი 12 პუნქტი; მონიშვნისათვის გამოიყენება დახრილი სტილი და არა ხაზგასმა (URL-მისამართების გარდა); ყველა ილისუსტრაცია, გრაფიკები და ცხრილები განთავსებულია ტექსტის შესაბამის ადგილებში და არა დოკუმენტის ბოლოში.
  • ტექსტი შეესაბამება სტილისტურ და ბიბლიოგრაფიულ მოთხოვნებს, რომლებიც აღწერილია წესებში.

ავტორის სახელმძღვანელო

სტატიის გაფორმების წესი

ზოგადი პრინციპები:

  • სტატია უნდა ეხებოდეს იბერიულ-კავკასიურ ენათა პრობლემატიკასა და ზოგადი ენათმეცნიერების საკითხებს.
  • ჟურნალში განთავსდება მხოლოდ ის ნაშრომი, რომელიც რაიმე სხვა გამოცემაში არ გამოქვეყნებულა, გარდა საკონფერენციო თეზისების ფორმატისა;
  • სტატია ქვეყნდება სამ ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული.
  • „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულში“ გამოქვეყნებულ ყველა ნაშრომს უნდა ახლდეს რეზიუმე და დამოწმებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია რედაქციის მიერ მიღებული ციტირების წესის გათვალისწინებით;
  • რედაქციაში შემოსული სტატიები გადაეცემა ექსპერტებს ფარული რეცენზირებისათვის;
  • ნაშრომი რედაქციას ეგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: caucasian.linguistics@gmail.com;
  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს MS-WORD  A4 ფორმატით და PDF ფაილით;
  • ნაშრომის მოცულობა ბიბლიოგრაფიისა და რეზიუმეს ჩათვლით არაუმეტეს 20  გვერდისა;
  • თუ ნაშრომი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან (ან პარაგრაფისაგან), ისინი უნდა გამოიყოს შემდეგი წესით:

ნაწილი 1
1.1
1.2 და ა.შ.

  • გვერდები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით: პირველი გვერდი -1; მეორე -2 და ა.შ.
  • დანომრილი უნდა იყოს სტატიაში წარმოდგენილი ყველა ცხრილი, ტაბულა, დიაგრამა, ფოტომასალა, სქემა თუ სხვა ჩანართი;
  • ყველა დამოწმებული ავტორი მიეთითება როგორც ნაშრომის ტექსტში (შესაბამისი მონაკვეთის დამოწმებისას), ისე – ბიბლიოგრაფიაში;სტატიის დასაწყისში უნდა მიეთითოს:
  1. ავტორი, (გვარი, სახელი), ინსტიტუცია;
  2. საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტის მისამართი);
  3. სათაური;
  4. სტატიის ტიპი (გამოკვლევა, რეცენზია);
  5. საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5 სიტყვისა);
  6. რეზიუმე (მაქსიმუმ 250 სიტყვა).

ციტირება:

სტატიაში გამოყენებული ნაშრომი /ავტორი მიეთითება შემდეგი წესით:

  • ერთი ავტორი: (ჩიქობავა 1936);
  • ორი ავტორი:  (გამყრელიძე, მაჭავარიანი 1965);
  • სამი და მეტი ავტორი: (უთურგაიძე და სხვ. 2006);
  • ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომი: (ჩიქობავა 1936, 1938);
  • ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომი ერთი და იმავე წლისა: (უთურგაიძე 2006(ა), 2006(ბ));
  • ერთდროულად სხვადასხვა ავტორის მითითება: (ჩიქობავა 1938; შანიძე 1953);
  • ხელახალი გამოცემა: (ჩიქობავა 2008 [1938]);

გვერდების მითითება სტატიაში:

  • (ჩიქობავა 2008: 28),  (ჩიქობავა 2008: 140-145);
  • სიტყვიერად დამოწმებული ავტორი, მკვლვრის), ნაშრომის თარიღი მიეთითება ფრჩხილებში. მაგალითად, „როგორც ჩიქობავა (1936: 122-123) აღნიშნავდა…”
  • საგაზეთო სტატია: (გაზეთის სათაური 2008);
  • ენციკლოპედია, ლექსიკონი: (სათაურის პირველი სიტყვა, აბრევიატურა… 2007: 145);

ანბანთსახის შესახებ

ტექსტის სატიტულო გვერდი და რეზიუმე უნდა აიკრიფოს  Sylfaen ანბანთსახის გამოყენებით;

  • სათაურის შრიფტის ზომა _ 14  გამუქებული;
  • ქვესათაური -12 გამუქებული;
  • ავტორი – შრიფტის ზომა 12 გამუქებული;
  • სტატიის ტექსტი – შრიფტის ზომა 11 ;
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1.0;
  • ოთხივე მხრივ დატოვებული მინდორი 25 მმ;

იბერიულ-კავკასიურ ენათა მასალისათვის საჭიროებისამებრ გამოიყენეთ (ICL_SYMBOL), იხ. https://www.aicl.ge;

ორმაგი მრგვალი ფრჩხილი არ გამოიყენება, მაშასადამე,  ფრჩხილებს შიგნით წარმოდგენილი უნდა იყოს კვადრატული ფრჩხილი, მაგალითად, (როგორც ჩიქობავა [1936: 15-16] აღნიშნავს).

საილუსტრაციო მასალის ასახვის წესი

  • საილუსტრაციო მასალა (სიტყვა, წინადადება) უნდა ითარგმნოს და თარგმანი მოთავსდეს ცალმაგ ბრჭყალებში ( ‘   ’ ). მაგალითად,  კოჩი მეურს (მეგრ.) (ჩიქობავა 1936: 35) ‘კაცი მიდის’.
  • საილუსტრაციო მასალა (მაგალითები) ინომრება შემდეგნაირად: (1), (2), (3)…
  • ყოველი ახალი მაგალითი განთავსდება მიყოლებით ვერტიკალურად შემდეგი წესით:
    (1)  ბერეფექ ლაზუტი გამაჩეს  (ლაზ.)(ჩიქობავა 1936: 51,7) ‘ბავშვებმა სიმინდი გაყიდეს’;
    (2)  ია ფარაშ მოგუშა იგზალუ (ლაზ.) (კარტოზია 1965: 71,3) ‘ის ფულის საშოვნელად წავიდა’;
    (3) ა. მუღი სქანი მოგეი Фარაჲა! (ლაზ.) (კარტოზია 1965: ) ‘მოიტანე შენი მოგებული ფულიო’;
    ბ. მოგაფერი ფარა ქომუღი (ლაზ.) (კარტოზია 1965: 139, 29) ‘მოგებული ფული მოუტანე’;
  • სტატიაში საილუსტრაციო მასალა გადმოიცემა ძირითადი ენის ანბანით, შემდეგ ლათინური ტრანსკრიფციით;
  • ნაშრომში დამოწმებული მაგალითები მიეთითება შემდეგი წესით: იხ. (2), იხ. (3ა).

ტაბულებიცხრილებიილუსტრაციები

 ტაბულები და ცხრილები უნდა დაინომროს და სათაურები მოთავსდეს დასაწყისში;

  • ილუსტრაციები (ნახატი, ფიგურა, დიაგრამა, ფოტოპირი, ელექტრონული ფაილები) დაინომრება და წარწერა მოთავსდება ქვემოთ.

დანართი და შენიშვნები

  • დანართი მოთავსდება სტატიის ბოლოს, შენიშვნების წინ;
  • შენიშვნები განთავსდება დამოწმებული ლიტერატურის, ბიბლიოგრაფიის წინ;
  • სტატიაში შენიშვნები   უნდა დაინომროს ასეთი წესით: ტექსტი.¹

ბიბლიოგრაფია

  • ბიბლიოგრაფიაში მიეთითება მხოლოდ დამოწმებული ლიტერატურა;
  • ავტორის სახელი და გვარი წარმოდგენილი უნდა იყოს სრულად;
  • ერთი და იმავე ავტორის რამდენიმე ნაშრომი მიეთითება ქრონოლოგიურად: ჯერ _ ძველი, შემდეგ – ახალი;
  • ინგლისურენოვან ბიბლიოგრაფიაში  დამოწმებული ლიტერატურა წარმოდგენილი უნდა იყოს სტატიის შესაბამის ენაზე, ხოლო კვადრატულ ფრჩხილებში ინგლისური თარგმანი მიეწერება;
  • რამდენიმე ავტორის დამოწმების შემთხვევაში, არ გამოიყენება  „ და სხვ.”, ავტორთა სახელი, გვარი სრულად უნდა იყოს მითითებული.

ბიბლიოგრაფიის ნიმუშები

  1. წიგნი (ერთი ავტორი):

ჩიქობავა 2018 : არნოლდ ჩიქობავა. შრომები XIII. თბილისი: გამომცემლობა თსუ, 2018.
რამდენიმე ავტორის წიგნი:
გამყრელიძე, მაჭავარიანი 1965: თამაზ გამყრელიძე, გივი მაჭავარიანი.  სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. თბილისი: გამომცემლობა  ,,მეცნიერება’“, 1965.

  1. წიგნის ელექტრონული ვერსია:
    ტესტელეცი 2001 : Яков Георгиевич Тестелец. ВВедение в общий синтаксис. Москва: 2001. htpp:// testelets.narod.ru/cover.htm [იაკობ ტესტელეცი. ზოგადი სინტაქსის შესავალი. მოსკოვი: გამომცემლობა xxxxx     2001.]
  2. სტატია კრებულიდან:

არაბული 2005: ავთანდილ არაბული. ზოომორფიზმი მცენარეთა სახელდებაში: ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, IX, გვ. 21-29. თბილისი: გამომცემლობა „ქართული ენა“, 2005.

  1. ელექტრონული ჟურნალის სტატია და შესაბამისი ელექტრონული ვერსია:
    დაბროვსკა 2009: Eva Dabrowsks.Cognitive linguistics comes of age. Cognitive linguistic. volume 20 Number 1, page 1-5. Berlin & NewYork: Mouton de Coruyter, 2009. htpp://www.reference-global.com/toc/cogl/current.
  2. მიძღვნითი კრებული:
    შარაძენიძე 1979: თინათინ შარაძენიძე. მათემატიკური ლინგვისტიკის სტატუსისათვის: არნოლდ ჩიქობავას [დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული], გვ. 5-12. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება”, 1979.
  3. ხელახალი გამოცემა:
    ჩიქობავა 2008 [1936]: არნოლდ ჩიქობავა. ჭანურის გრამატიკული ანალიზი (ტექსტებითურთ). შრომები, III, გვ. 5-383. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“, 2008.
  4. თეზისები, მასალები, კონფერენციის მოხსენებები: ჩუხუა 2008: მერაბ ჩუხუა, დაღესტნურ-ქართველურ ბგერათშესატყვისობათა სისტემა (სიბილანტები): არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 67-ე სამეცნიერო სესიის მასალები, გვ. 82-90. თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“, 2008.
  5. ენციკლოპედია:
    ქართული ენა 2008: ქართული ენა. ენციკლოპედია: აფხაზური ენა, გვ. 63-64. თბილისი: გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“, 2008.
  6. საგაზეთო სტატია:
    24 საათი 2008: ზოგადი განათლების სისტემის „ექსრეფორმატორებს“. გაზ. ,,24 საათი,“ 29 ივლისი, სამშაბათი, 2008, #170, გვ: 4.

Articles

Section default policy

კონფიდენციალურობის განცხადება

ელექტრონული ფოსტის სახელები და მისამართები, რომლებსაც შეიტანთ ამ საიტზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ჟურნალის საჭიროებისათვის და არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისათვის, ან არ გადაეცემა სხვა პირებისა და ორგანიზაციებს.