Nexus — მასობრივი კომუნიკაციისა და სტრატეგიული ნარატივების სამეცნიერო ჟურნალი

გამომცემელი Journalism Resource Center - JRC

„Nexus — მასობრივი კომუნიკაციისა და სტრატეგიული ნარატივების ჟურნალი“ არის JRC-ის (Journalism Resource Center) პერიოდული სამეცნიერო გამოცემა, რომელიც ეძღვნება მასობრივი კომუნიკაციის, სტრატეგიული ნარატივების, მედიის ტრანსფორმაციისა და თანამედროვე საინფორმაციო ეკოსისტემის კვლევას.

ჟურნალი აერთიანებს აკადემიურ და პრაქტიკულ პერსპექტივებს, აქვეყნებს რეცენზირებად სტატიებს, ანალიტიკურ ნაშრომებსა და კვლევებს, რომლებიც შეეხება მედიის როლს საზოგადოებრივ პროცესებში, დემოკრატიულ განვითარებას, საინფორმაციო უსაფრთხოებას, აუდიტორიის ქცევას და ინოვაციურ კომუნიკაციურ პრაქტიკებს.

გამოცემა მიზნად ისახავს მკვლევარებს, მედიის პროფესიონალებსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის ცოდნის გაცვლას და დისკუსიის გაღრმავებას.
2026 წლის პირველი ნომრის პრიორიტეტული თემაა:
კლიმატგონივრული და აგროსექტორული კომუნიკაციები — მედიის, აგროსექტორისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის გადაკვეთის საკითხები, კლიმატგონივრული კომუნიკაციის სტრატეგიები, სოფლის განვითარების ნარატივები და ინფორმაციის გავრცელების ეფექტიანი მოდელები.